მაინც მალე გაიპარა საკმაოდ სერიოზული ტრენინგის ცხრა დღე. თითოეული მათგანი იყო საინტერესო და დატვირთული. ამ ტრენინგებზე გავეცანით სასწავლო პროექტის დაგეგმვას და მის განსახორციელებლად ჩასატარებელ ღონისძიებებს, მიზნების გამოკვეთას და ეროვნულ სასწავლო გეგმებთან შესაბამისობაში მოყვანას ისტ შესაძლებლობების გამოყენებით, 21-ე საუკუნის უნარების გათვალისწინებას, შეფასების სისტემებს პროექტის ცალკეულ ეტაპებზე გამოსაყენებლად, დროის შესაბამისად განაწილებას, პროექტის შედეგების წარმოჩენას თუ პრეზენტაციების გამზადებას. გავეცანით პრეზენტაციის საინტერესო მეთოდებს, რომელსაც ჩავრთავთ პროექტში. მოვისმინეთ კოლეგათა მიერ მომზადებული პროექტების გეგმები. ჩვენი ნამუშევრები განვათავსეთ ბლოგზე. ვნახეთ ერთმანეთის ნამუშევრები, რითაც კმაყოფილნი დავრჩით. კმაყოფილი ვარ თვით ტრენინგით. დიდი მადლობა ტრენერ დიმიტრი პოპოვს.
Комментариев нет:
Отправить комментарий