მაინც მალე გაიპარა საკმაოდ სერიოზული ტრენინგის ცხრა დღე. თითოეული მათგანი იყო საინტერესო და დატვირთული. ამ ტრენინგებზე გავეცანით სასწავლო პროექტის დაგეგმვას და მის განსახორციელებლად ჩასატარებელ ღონისძიებებს, მიზნების გამოკვეთას და ეროვნულ სასწავლო გეგმებთან შესაბამისობაში მოყვანას ისტ შესაძლებლობების გამოყენებით, 21-ე საუკუნის უნარების გათვალისწინებას, შეფასების სისტემებს პროექტის ცალკეულ ეტაპებზე გამოსაყენებლად, დროის შესაბამისად განაწილებას, პროექტის შედეგების წარმოჩენას თუ პრეზენტაციების გამზადებას. გავეცანით პრეზენტაციის საინტერესო მეთოდებს, რომელსაც ჩავრთავთ პროექტში. მოვისმინეთ კოლეგათა მიერ მომზადებული პროექტების გეგმები. ჩვენი ნამუშევრები განვათავსეთ ბლოგზე. ვნახეთ ერთმანეთის ნამუშევრები, რითაც კმაყოფილნი დავრჩით. კმაყოფილი ვარ თვით ტრენინგით. დიდი მადლობა ტრენერ დიმიტრი პოპოვს.
четверг, 22 ноября 2018 г.
вторник, 20 ноября 2018 г.
დღე მერვე
მერვე დღეც ჩვეულებრივად საინტერესო სამუშაო ფორმით წარიმართა. გავეცანით პროექტის დაგეგმვას მოსწავლეთა წარმატებისათვის, მათი შესაბამისი საჭიროებების გათვალისწინებით პროექტის მსვლელობაში ჩართვას.ასევე, საჭირო პროექტისათვის საჭირო რესურსებს.
დღე მეოთხე
დღეს ვისწავლეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების დასმა, გავეცანით შეფასების სისტემას, მეთოდებს, პრეზენტაციის მომზადებას.დღე სწრაფად და შინაარსიანად გავიდა. გმადლობთ. გისურვებთ წარმატებებს.
მეექვსე დღე
понедельник, 19 ноября 2018 г.
დღე მეშვიდე
მეშვიდე დღეც საინტერესოდ წარიმართა. დღეს გავეცანით პროექტის შეფასების სისტემას. რუბრიკებს პროექტის ცალკეული აქტივობების შესაფასებლად: ბლოგის, ცალკეული სქემების, ჯგუფის მუშაობის შეფასებას.
среда, 14 ноября 2018 г.
понедельник, 12 ноября 2018 г.
суббота, 10 ноября 2018 г.
დღე მესამე
დღეს გავეცანით პროექტის მიზნების ჩამოყალიბებას, ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების შერჩევასა და დასმას. შერჩეული პროექტისთვის ჩამოვაყალიბე მიზნები და შესაბაბამისი კითხვები.
ეს საკითხები დიდ დახმარებას გამიწევს ყოველთვის, როცა გადავწყვეტ პროექტზე მუშაობას.
ეს საკითხები დიდ დახმარებას გამიწევს ყოველთვის, როცა გადავწყვეტ პროექტზე მუშაობას.
Подписаться на:
Сообщения (Atom)