четверг, 22 ноября 2018 г.

ტრენინგის ბოლო დღე

   მაინც მალე გაიპარა საკმაოდ სერიოზული ტრენინგის ცხრა დღე. თითოეული მათგანი იყო საინტერესო და დატვირთული. ამ ტრენინგებზე გავეცანით სასწავლო პროექტის დაგეგმვას და მის განსახორციელებლად ჩასატარებელ ღონისძიებებს, მიზნების გამოკვეთას და ეროვნულ სასწავლო გეგმებთან შესაბამისობაში მოყვანას ისტ შესაძლებლობების გამოყენებით, 21-ე საუკუნის უნარების გათვალისწინებას, შეფასების სისტემებს პროექტის ცალკეულ ეტაპებზე გამოსაყენებლად, დროის შესაბამისად განაწილებას, პროექტის შედეგების წარმოჩენას თუ პრეზენტაციების გამზადებას. გავეცანით პრეზენტაციის საინტერესო მეთოდებს, რომელსაც ჩავრთავთ პროექტში. მოვისმინეთ კოლეგათა მიერ მომზადებული პროექტების გეგმები.  ჩვენი ნამუშევრები განვათავსეთ ბლოგზე. ვნახეთ ერთმანეთის ნამუშევრები, რითაც კმაყოფილნი დავრჩით. კმაყოფილი ვარ თვით ტრენინგით. დიდი მადლობა ტრენერ დიმიტრი პოპოვს.

პროექტის პორტფოლიო

вторник, 20 ноября 2018 г.

დღე მერვე

   მერვე დღეც ჩვეულებრივად საინტერესო სამუშაო ფორმით წარიმართა. გავეცანით პროექტის დაგეგმვას მოსწავლეთა წარმატებისათვის, მათი შესაბამისი საჭიროებების გათვალისწინებით პროექტის მსვლელობაში ჩართვას.ასევე, საჭირო პროექტისათვის საჭირო რესურსებს.

დღე მეოთხე

  დღეს ვისწავლეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების დასმა, გავეცანით შეფასების სისტემას, მეთოდებს, პრეზენტაციის მომზადებას.დღე სწრაფად და შინაარსიანად გავიდა. გმადლობთ. გისურვებთ წარმატებებს.

მეექვსე დღე

                        
საინტერესო იყო ტრენინგის მეექვსე დღე. ვისწავლეთ პოსტერის შექმნა, მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტის გეგმის კონკრეტული პროცედურები, მივიღეთ რჩევები, ვიმსჯელეთ ცალკეული აქტივობების შესახებ. გავეცანით პორტფოლიოს შეფასების რუბრიკას. მივიღეთ რჩევები, როგორ ჩავრთოთ მოსწავლეები  შეფასების პროცესში.

понедельник, 19 ноября 2018 г.

დღე მეშვიდე

      მეშვიდე დღეც საინტერესოდ წარიმართა. დღეს გავეცანით პროექტის შეფასების სისტემას. რუბრიკებს პროექტის ცალკეული აქტივობების შესაფასებლად: ბლოგის, ცალკეული სქემების, ჯგუფის მუშაობის შეფასებას.

среда, 14 ноября 2018 г.

                 დღე მეხუთე
საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. ბევრი ვისწავლეთ პროექტში ოცდამეერთე  საუკუნის უნარების გათვალისწინების შესახებ. ასევე გავეცანით ბლოგზე განთავსებას, ასევე საძიებო სისტემას. ასე, რომ კმაყოფილნი დავრჩით.